|
2025-07-31 20:52:10, 5089 ნახვა
სამართალი
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო, ევროპულმა სასამართლომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ 39-ე მუხლის შესაბამისად წარმოება დაიწყო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დარიალის (ზემო ლარსის) საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც ამჟამად უკრაინის დაახლოებით 100 მოქალაქე იმყოფება. სასამართლო მოითხოვს, რომ საქართველომ და უკრაინამ 2025 წლის 6 აგვისტომდე წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია განმცხადებლების ამჟამინდელი ადგილმდებარეობის, რისკების, მათი დაკავების პირობების, დახმარების ხელმისაწვდომობის, უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობისა და უკრაინის ხელისუფლების მიერ მათი შესვლის უფლების უზრუნველსაყოფად გატარებული ქმედებების შესახებ. გუშინ გამოვაქვეყნეთ უკრაინული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის განცხადება (https://t.me/Tbilisi_life/41140) საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სიკვდილის რისკის შესახებ. 21 ივლისს, უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც 2 თვეა სარდაფში იმყოფებიან, პროტესტის ნიშნად უკვე დაიწყეს თვითდაზიანება, ერთ-ერთმა მამაკაცმა ყელი გამოჭრა, ასევე იყო პროტესტი, რადგან მესაზღვრეები მათ Duty Free-ში წყლის საყიდლადაც კი არ უშვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)