17:59 - 07 Jun, 2026
|
2025-07-29 21:45:55, 3292 ნახვა
საზოგადოება
სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი გარდაიცვალა
სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რადიო „საქართველოს“ და ტელევიზიის სპორტულ რედაქციებში, გარდაიცვალა. გოგი ფრანგიშვილი იყო გადაცემა „მოამბის“ სპორტული კომენტატორი, პოპულარული სატელევიზიო შოუების „ასპარეზისა“ და „Overtime“-ის ავტორი და წამყვანი და რადიოჟურნალ „ფიზიკური კულტურისა და სპორტის“ რედაქტორი. გოგი ფრანგიშვილი იყო ქართული სპორტის ისტორიისადმი მიძღვნილი მრავალსერიიანი დოკუმენტური ფილმის „ათენიდან ათენამდე“ ერთ-ერთი ავტორი. გოგი ფრანგიშვილმა ქართულ პრესაში გამოაქვეყნა მრავალი წერილი, რომლებიც სპორტის ისტორიასა და საქართველოს დიდ ჩემპიონებს ეძღვნებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)