|
2025-07-25 10:19:16, 1881 ნახვა
სამართალი
სინდისის პატიმარ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
სინდისის პატიმარ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე არის დანიშნული. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლოს, რის შემდეგაც, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. გასულ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, იქამდე კი თავად ბრალდებულმა მისცა სასამართლოს ჩვენება. დაცვის მხარის პოზიციით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცავებმა „ჩაუდეს“, ამასთან, მათი განმარტებით, ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგი ახობაძის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში გადაიტანეს. ცნობისთვის, ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)