11:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 18:49:15, 1476 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% უკვე საქართველოს მაცხოვრებლებად ითვლება.

საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების 20.1% საქართველოს მაცხოვრებლებად ითვლება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მონაცემებშია ნათქვამი.

„2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% ითვლება, რომ ისინი 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, ისინი საქართველოს რეზიდენტები არიან და მათი ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.971 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ ქვეყნებს შორის, საქართველომ ყველაზე დიდი შემოსავალი რუსი მოგზაურებისგან მიიღო. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ივნისში რუსმა ტურისტებმა საქართველოში 307.8 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრივ მეორე ადგილს ევროკავშირის ქვეყნები იკავებენ 277.1 მილიონი აშშ დოლარით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics