|
2025-07-22 15:51:20, 2015 ნახვა
საზოგადოება
ბათუმელები: მკითხველის დახმარებით, გადავიხადეთ საბიუჯეტო დავალიანება - 47 000 ლარი
გამოცემა „ბათუმელებმა” განაცხადა, რომ მკითხველის დახმარებით ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ძირი თანხა – 47 ათასი ლარი გადაიხადეს. ამ ეტაპზე „ბათუმელებს“ გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. „ბათუმელების” ანგარიშს შემოსავლების სამსახურმა ინკასო 17 ივლისს დაადო. მედიამ ეს „ოცნების” მხრიდან მათი საქმიანობის შეწყვეტის სურვილს დაუკავშირა. „ბათუმელების“ განცხადებით, ინკასოს მუქარის შემდეგ, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ვალის გადასახდელად შეეთავაზებინათ გრაფიკი, რაზეც უარი მიიღეს. მედია ამბობს, რომ ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილ ყველა სხვა ოპერაციას მიმართულია პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.
დღეს, 21 ივლისს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მზად არიან, მოხსნან ყადაღა მედიაორგანიზაციის ანგარიშებზე, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცენ საშუალება, დაფაროს საბიუჯეტო დავალიანება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)