|
2016-03-21 14:58:19, 1197 ნახვა
მსოფლიო
პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი ევროპაში ახალ თავდასხმებს გეგმავდა
პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი ევროპაში ახალ თავდასხმებს გეგმავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ეჭვმიტანილმა სალეჰ აბდესლამმა დაადასტურა, რომ მზად იყო ბრიუსელიდან ახალი გეგმები განეხორციელებინა. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება თავად სალეჰ აბდესლამის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ გაავრცელა. განცხადებას დაკავებულის ადვოკატი გამოეხმაურა. ის ბელგიის ხელისუფლებას კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურებაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს. France24-ის ინფორმაციით, აბდესლამი ამჟამად ბრიუსელში კერძოდ კი ბრიუგის ციხეში იმყოფება. მათივე ინფორმაციით, საკანი, რომელშიც პარიზის ტერაქტის ეჭვმიტანილი იმყოფება მიწის ქვეშ არის განლაგებული. აბდესლამი საკანში მარტო იმყოფება. ის ციხეში 19 მარტს გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც ბრიუსელის საავადმყოფოდან გამოწერეს. როგორც მედია საშუალება სამართალდამცველებზე დაყრდობით იუწყება, ეჭვმიტანილს გარე სამყაროსთან არანაირი კავშირი არ აქვს. საკანში შესვლის უფლება კი მხოლოდ ადვოკატს აქვს. აღსანიშნავია, რომ ყოველ 30 წუთში საკანს ციხის ზედამხედველი ამოწმებს და მასივე ცნობით, აბდესლამს 13 ბრონირებული და 3 სიგნალიზაციით აღჭურვილი გისოსებიანი კარი იცავს. ამჟამად მისი საფრანგეთში ექსტრადიციის საკითხი განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)