15:23 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-14 22:33:22, 2366 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - შენობა, სადაც ჩამონგრევა მოხდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, ასევე დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში შესაბამის მკურნალობას გადის.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შენობა ავარიული იყო, თუმცა მაცხოვრებლებს შორის განსახლების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ სრული თანხმობის მიღწევა ვერ მოხერხდა.

„რაც შეეხება შენობას, ის ავარიული იყო, მას მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული და რესტავრაციას არ ექვემდებარებოდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამის შესახებ იცოდა და დიდუბის რაიონის ადმინისტრაციაში მრავალი შეხვედრა გაიმართა. მათ შესთავაზეს განსახლების პროგრამაში მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უზრუნველვყოფდით ამ შენობის დანგრევას და ახლის აშენებას. ამ პროგრამის განსახორციელებლად საჭიროა მაცხოვრებლების 100%-იანი თანხმობა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ არის მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, ვინც დათანხმდა, ნაქირავებ საცხოვრებელში გადაიყვანეს, დანარჩენებმა კი ამ ეტაპზე უარი თქვეს. „ეს არის რეალური სიტუაცია“, - თქვა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics