|
2025-07-09 19:02:16, 1981 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველების მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა
ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. უწყების ცნობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნილია სასამართლოში. ამასთან, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)