17:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 13:12:45, 964 ნახვა

პოლიტიკა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აკრიტიკებს “ოცნების” კანონს სასამართლოში მედიის შეზღუდვაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ კანონს, რომელიც მედიას უზღუდავს  სასამართლოში მუშაობის შესაძლებლობას.

კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზრიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის შეფასებით, “ქართული ოცნება” ცდილობს, მედიის შესახებ კანონმდებლობა მმართველობის ავტორიტარულ მოდელს მოარგოს.

“ქართული ოცნების” მიერ მიღებულმა საკანონდმებლო ცვლილებებმა თავისუფალი სიტყვისა და სასამართლოს გაშუქების შესახებ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ ინტერესზე მორგებულ ჟურნალისტიკას. როგორც ჩანს, პარტია ცდილობს მედიის შესახებ ლიბერალური კანონდმებლობა საკუთარ ავტორიტარულ მოდელზე გადაიყვანოს. “ქართულმა ოცნებამ” უნდა გააუქმოს ეს ცვლილებები და შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის განადგურების მცდელობა”, – აცხადებს გულნოზა საიდი.

26 ივნისს “ქართული ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება მედიას ეხება. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics