04:44 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 20:03:04, 840 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას არ ესწრება

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ ესწრება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას, რომელიც თბილისში, საელჩოს ტერიტორიაზე დღეს, 2 ივნისს, ამ წუთებში აღინიშნება. 

რადიო თავისუფლების უწყება, რომ მისი მთავრობიდან მიღებას ესწრებიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. საელჩოში იმყოფება აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ზალკალიანი და ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათ შორის „ფედერალისტებიდან“ გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.

საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა არა - „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე წელს 249-ედ აღინიშნება. გასულ წელს საელჩოში გამართულ მიღებას ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, თუმცა მას საზოგადოებისთვის სიტყვით არ მიუმართავს.

ბოლო წლებში წელს პირველად საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ისე აღინიშნება, რომ მას შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა.

2024 წლის 30 ნოემბრს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.

საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics