17:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 22:23:28, 423 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი კარასინის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში

ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში - ასე შეაფასა თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადება "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, საზოგადოებაში გააჩინოს შიში.

"სხვა თუ არაფერი, ბატონი კარასინის მხრიდან ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა მისი კოლეგის, ბატონი აბაშიძის, როდესაც მომლაპარაკებელთან ზიხარ და გამოდიხარ და ასეთი ფორმით საუბრობ იმ მოლაპარაკებებზე, რომელზეც საუბრობდი რამდენიმე წუთის წინ აბაშიძესთან," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანი იქვე აცხადებს რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატს საქართველოსთვის გარკვეული შედეგების მოტანა შეუძლია.

"ამ ფორმატს აქვს შედეგი, ამ ფორმატის გამოყენება შეიძლება, მაგრამ მას სჭირდება მკაფიო რეგლამენტაცია," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics