|
2025-07-01 11:25:49, 890 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას ადვოკატი - ვფიქრობ, ეს განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს
განსხვავებული მოლოდინი არ მქონია - გადაწყვეტილებები ამ შენობაში [სასამართლოში] არ იწერება, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, ქეთი ჩომახაშვილი, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნობას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას აზრი არ იცის, მიიჩნევს, რომ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს. „განახვავებული მოლოდინი არ მქონია, წინა პრაქტიკებმა აჩვენა, ანალოგიურ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, ჩემი აზრით, სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ. ასეთია ჩვენი დღევანდელი მართლმსაჯულება. გადაწყვეტილებები ამ შენობაში [სასამართლოში] არ იწერება. 8 თვე მიუსაჯა ნიკა გვარამიას, ჯვებე ნაჭყებიამ. ზუსტად ანალოგიურ საქმეზე ამ მოსამართლემ ზურა ჯაფარიძეს, 7 თვე განუსაზღვრა, მაგრამ რატომ გადაწყვიტა, რომ ნიკა გვარამიასთვის 8 თვე შეეფარდებინა არ ვიცი, ამას განაჩენში დაასაბუთებს, რომელსაც ვიხილავთ. გასაჩივრებას რაც შეეხება, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ნიკა გვარამიამ უნდა მიიღოს, ჯერ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა მე როგორც იურისტი, მიუხედავად ყველაფრისა, ამ დამოკიდებულებისა და მიუხედავად მოლოდინისა სააპელაციო სასამართლოს მიმართ, რადგან სააპელაციო სასამართლოში არ იცვლება არაფერი, ვფიქრობ, ეს განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს. მოვა დრო და ამ განაჩენის დამწერი და ხელმომწერები პასუხს აგებენ“, - განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)