21:42 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 12:40:55, 506 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს - ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!

ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი! როცა რეჟიმი იწყებს ღია ბრძოლას ევროკავშირის წინააღმდეგ ცხადია, უკან რუსი დირიჟორი დგას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „გუშინ ქართველმა ხალხმა მშვიდად, ღირსეულად და ღიად უთხრა „არა“ დიქტატურას.“

„ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი! როცა რეჟიმი იწყებს ღია ბრძოლას ევროკავშირის წინააღმდეგ ცხადია, უკან რუსული დირიჟორი დგას.

გუშინ ქართველმა ხალხმა მშვიდად, ღირსეულად და ღიად უთხრა „არა“ დიქტატურას. დღეს კი იმავე ხალხს ეძახით „ექსტრემისტებს“, „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულებს“. ეს ზუსტად რუსული პროპაგანდის ლექსიკაა - „დასავლელი აგენტები“, „ფინანსდებიან გარედან“, „ქვეყნის მტრები“.

ეს ბრძოლა 200 დღეზე მეტია გრძელდება! თქვენ კი იჭერთ და არბევთ ახალგაზრდებს; აბსურდული ბრალდებებით ატყვევებთ ლიდერებს; ბლოკავთ ევროკავშირის კარს; ჟურნალისტებზე ძალადობთ; იღებთ რეპრესიულ კანონებს.

და ამის შემდეგ თქვენ გვადანაშაულებთ ექსტრემიზმში? თქვენ ლაპარაკობთ მშვიდობაზე?

დაფიქრდით მართლა რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics