|
2025-06-30 12:28:21, 901 ნახვა
სამართალი
სასამართლოში ჟურნალისტებს კამერებით აღარ უშვებენ, ეზოსა და შენობაში გადაღება აკრძალულია
30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებს გადასაღებად არ უშვებენ. ჟურნალისტების ცნობით, ოპერატორებს მუშაობის შესაძლებლობა სასამართლოს ეზოს შესასვლელთან აქვთ. ეზოსა და შენობის ტერიტორიაზე გადაღება აიკრძალა. ცნობისთვის, 26 ივნისს, პლენარულ სხდომაზე III მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირეს სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს. საკითხს მხარი ივანიშვილის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. კანონი ოფიციალურად 28 ივნისს ამოქმედდა, მას შემდეგ რაც, ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი ვერსია, საკნონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. ახალი კანონის თანახმად, პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. გარდა ამისა პროცესების ვიდეო, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია იუსტიციის საბჭოს ნებართვის შემდეგ იქნება დასაშვები. ამ დროისთვის უცნობია პროცედურა, რაზე დაყრდნობით გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნებართვებს, ან რომელ პროცესებს გადაიღებს თავად სასამართლო, როდის და რა ფორმით გაავრცელებს მას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)