17:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 16:39:12, 532 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: საქართველომ ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს

ამერიკისა და ევროპის პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები ბრიუსელის ფორუმზე შეიკრიბნენ.

ფორუმზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, უსაფრთხოების საკითხებს, მნიშვნელოვან გამოწვევებსა და მსოფლიოს ეკონომიკურ ვითარებას განიხილავენ.

ბელგიის დედაქალაქში, საქართველოს ხელისუფლების ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასდა.

ევროკომისიამ ევროპარლამენტს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები გადასცა. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი აცხადებს, ევროპარლამენტის უმრავლესობის ხმების მისაღებად საქართველომ ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს.

„სავიზო რეჟიმის გამარტივება ქვეყნის სტაბილურობასა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს. პარლამენტის უმრავლესობის ხმების მისაღებად საქართველომ ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. ქვეყანამ მართლაც ბევრი რამ გააკეთა ბოლო დროს და პროგრესი განიცადა. ასე რომ, მე შედარებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“,- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში საქართველოდან პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე და ყოფილი ელჩი ბელგიაში, სალომე სამადაშვილი იმყოფებიან.

მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფორუმებზე დაფიქსირდეს საქართველოს ოკუპაციის თემა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

ცნობისთვის, ბრიუსელის ფორუმი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გახსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics