17:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 22:32:46, 457 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: 2012 წელს მოჩენილი გვყავდა ჩვენ-ჩვენი კუდის აგენტები, რომლებიც დაგვდევნენ, გვითვალთვალებდნენ, სახლთან გვყარაულობდნენ

"2012 წელს მოჩენილი გვყავდა ჩვენ-ჩვენი კუდის აგენტები, რომლებიც დაგვდევნენ, გვითვალთვალებდნენ, სახლთან გვყარაულობდნენ" - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, წინა მთავრობის დროს გახმაურებულ საქმეებზე გამოძიებები არ იწყებოდა, ხოლო დღეს, რამდენიმე დღეში იდება გამოძიების პირველივე შედეგები.

"ადრე, ჩვენ გვახსოვს, გალახული ოპოზიციონერები, მოკლული ხალხი ქუჩაში, მაგრამ გამოძიებაც კი არ იწყებოდა. დღეს არამხოლოდ გამოძიება იწყება, არამედ რამდენიმე დღეში პირველივე შედეგები არის. ყველას გვახსოვს, რომ 2012 წელს მოჩენილი გვყავდა ჩვენ-ჩვენი კუდის აგენტები, რომლებიც დაგვდევნენ, გვითვალთვალებდნენ, სახლთან გვყარაულობდნენ, რამდენჯერმე სახლიდანაც კი გამოვსუვარ, რომ მათთვის ფოტოები გადამეღო." - განაცხადა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრმა იქვე ეკა მიშველაძის ბრალდებას უპასუხა და განაცხადა რომ ეკა მიშველაძის და ალექსი პეტრიაშვილის თვალ-თვალის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics