|
2025-06-21 17:48:30, 1349 ნახვა
მსოფლიო
OSINT ანალიტიკოსები - ამერიკული B-2 ტიპის ბომბდამშენები გუამის სამხედრო ბაზისკენ გაფრინდნენ
ბრიტანული ახალი ამბების ვებგვერდი UK Defence Journal და ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების B-2 Spirit ტიპის ბომბდამშენებმა მისურის შტატში მდებარე უაიტმენის საჰაერო ბაზა დატოვეს და დასავლეთის მიმართულებით გაფრინდნენ. წყაროების ცნობით, ბომბდამშენებს თან ახლავთ თვითმფრინავების საჰაერო გამართვის უნარის მქონე KC-135-ის ტიპის სტრატოტანკერები, რომლებსაც ჰაერში ბომბდამშენების საწვავით მომარაგება შეუძლიათ. ზოგიერთი ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსის მიხედვით, თავდაპირველი დანიშნულების ადგილი აშშ-ს გუამის ტერიტორიის სამხედრო ბაზაა, საიდანაც ბომბდამშენები, სავარაუდოდ, ინდოეთის ოკეანეში, დიეგო გარსიის სამხედრო ბაზაზე განლაგდებიან, რომელიც თეირანიდან 5 000-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავების ორი ჯგუფი, რომელთაგანაც თითოეული ოთხი საჰაერო ტანკერისგან შედგება, ესკორტს უწევს B-2 ტიპის 6 ბომბდამშენს, რომლებიც კოდურ სახელწოდებას "MYTEE21-ს" იყენებენ. აღნიშნული სახელწოდება წარსულში სტელსის ტიპის ბომბდამშენების მისიებთან იყო დაკავშირებული. B-2 Spirit შორი რადიუსის საიერიშო მისიებისთვის არის შექმნილი და მას, როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული იარაღის, გადატანაც შეუძლია. ამასთან, აღნიშნული ბომბდამშენი ერთადერთი ამერიკული თვითმფრინავია, რომელსაც ბუნკერების საწინააღმდეგოდ შექმნილი GBU-57-ის ტიპის ბომბის გადატანის უნარი აქვს. თავდაპირველად აშშ-მ დიეგო გარსიაზე B-2 ტიპის ექვსი ბომბდამშენი აპრილის თვეში გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით ისინი Boeing B-52-ის ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ჩაანაცვლეს, B-2 Spirit-ები კი აშშ-ში დაბრუნდნენ.
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)