17:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 21:23:29, 1303 ნახვა

მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - რუსეთი ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების

პუტინი “მედიატორად” პოზიციონირებით სასოწარკვეთილად ცდილობს ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას, რუსეთის ნდობა არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების.

“ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მოსკოვის თვალთმაქცობის მინიმუმ ორ მაგალითს გვაჩვენებს.

პირველი, პუტინი “მედიატორად” პოზიციონირებით სასოწარკვეთილად ცდილობს, ირანის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობების შენარჩუნებას.

მეორე, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში დარტყმებს გმობს, მაშინ, როდესაც დაუნდობლად თავს ესხმის უკრაინას. პუტინი, ვითომ, თავის დახმარებას სთავაზობს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად, მაშინ, როდესაც უარს ამბობს საკუთარის დასრულებაზე.

ერთადერთი რაციონალური დასკვნაა ის, რომ რუსეთის ნდობა არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება, და ის ყოველთვის პრობლემის ნაწილია და არა მოგვარების,” - წერს სიბიგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics