12:45 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 15:28:43, 949 ნახვა

მსოფლიო
ისრაელ კაცი - ისრაელის მიზნებში შედის, რომ ხამენეიმ არსებობა ვეღარ გააგრძელოს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი "თანამედროვე ჰიტლერია" და "არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს".

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საომარ მიზნებში შედის, რომ "ამ კაცმა [ხამენეიმ] არსებობა ვერ უნდა გააგრძელოს".

"დიქტატორს, როგორიც ხამენეია, რომელიც ირანისნაირ ქვეყანას მართავს და გაცხადებულ მიზნად დაისახა ისრაელის სახელმწიფოს განადგურება, ეს საშინელი მიზანი ისრაელის განადგურების, ასე გაგრძელების ან არსებობის საშუალება არ უნდა ჰქონდეს," - თქვა მან.

ცნობისთვის, დღეს ისრაელში საავადმყოფოზე ირანმა ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც საავადმყოფო "ძლიერ დაზიანდა". საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, იერიშის შედეგად არიან დაშავებულებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics