07:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 10:33:12, 583 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ბრიტანეთის საელჩო ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს, ვის რა თანხით აფინანსებდა

დიდი ბრიტანეთის საელჩო ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს, ვის რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და რა თანხით აფინანსებს დღეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„კარგად რომ გავიაზროთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი ნომრის, გია ჯაფარიძის ამ ენჯეოზე (“მომავლის აკადემია”) ამბობდა დიდი ბრიტანეთის საელჩო, არჩევნების ობიექტური დამკვირვებლები არიან, ფული გვინდა მივცეთ და რა შუაში აქ ექსტრემიზმის დაფინანსებაო.

ამასობაში, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საელჩოს მივმართე, გაესაჯაროებინა, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. თუმცა, „საერთაშორისო დახმარების შესახებ“ პარიზის დეკლარაციისა და „საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ შეთანხმების დარღვევით, დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ინფორმაციას ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს. სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, – წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics