|
2025-06-16 18:33:23, 949 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში რუსეთის შუამავლობის წინააღმდეგია
ევროკომისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში რუსეთის შუამავლობის წინააღმდეგია. როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა, ანუარ ელ ანუნიმ განაცხადა, თეირანთან ურთიერთობის გამო მოსკოვს არ შეუძლია, იყოს „ობიექტური შუამავალი“. მისივე თქმით, იანვარში რუსეთმა და ირანმა გააფორმეს შეთანხმება პარტნიორობის შესახებ, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებას. ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს აქვს ნულოვანი ნდობა, რადგან აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაერო-ს წესდებას. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღიაა რუსეთის შესაძლო შუამავლობისთვის ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა დაიწყო მძლავრი დარტყმები ირანის ტერიტორიაზე. მათ შორის იერიშები განხორციელდა თეირანში მდებარე ობიექტებსა და ბირთვულ ცენტრებზე. დარტყები დღემდე გრძელდება. შედეგად მოკლულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი ხოსეინ სალამი, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოჰამედ ბაღერი და სხვა მაღალჩინოსანი გენერლები, ასევე ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ირანელი მეცნიერები. ირანული მედიის მტკიცებით, საერთო ჯამში, ისრაელის დარტყმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია მოკლული. თეირანმა ისრაელის დარტყმები „ომის გამოცხადებად“ შეაფასა და ისრაელის მიმართულებით ყოველდღიურად უშვებს ასობით დრონსა და ბალისტიკურ რაკეტას. ისრაელის არმიის ცნობით, 16 ივნისის დილის მონაცმებით, ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულია 24 და დაჭრილია 592 ადამიანი.
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)