|
2025-06-16 16:40:09, 712 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - გიორგი გახარიას მოუწევს მობრძანება და კითხვებზე კიდევ ერთხელ პასუხის გაცემა
გიორგი გახარიას მოუწევს მობრძანება და კითხვებზე კიდევ ერთხელ პასუხის გაცემა - რა, როგორ მოხდა და რატომ მიიღო მან ის გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე შედეგები დამუქრებოდა ჩვენს ქვეყანას და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ თანამოქალაქეებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაბარების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, როცა გახარია პირველად იყო კომისიის სხდომაზე, „მისი მხრიდან დიდი ტყუილი მოვისმინეთ, რომ თითქოს ჩორჩანას ინციდენტის შემდგომ საოკუპაციო ძალებს და მარიონეტულ რეჟიმს არანაირი ტერიტორიები არ დაუკავებიათ და თითქოს საგუშაგოს გახსნა საოკუპაციო ძალების მხრიდან მსგავსი ქმედებების პრევენცია იყო“. „სინამდვილეში შედეგი საზოგადოებამ ძალიან მალე გაიგო იგივე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ადგილობრივი პირის დაკითხვისას, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ტყით, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობდნენ, ვეღარ სარგებლობენ, რადგან სწორედ ამ ინციდენტის შემდგომ ამ ტყის მასივი დაიკავეს. ამ სრულიად პროვოკაციული ნაბიჯის შემდგომ, რომელსაც კიდევ უფრო მეტად მძიმე შედეგების მოტანაც შეეძლო ჩვენი რეალობისთვის და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის, საოკუპაციო ხაზმა კიდევ გადმოიწია“, - განაცხადა მათიკაშვილმა. მათიკაშვილის თქმით, „როდესაც საკითხი შეთანხმებული იყო პარტნიორებთან, დღის წესრიგში ხელისუფლების მიერ იყო დაყენებული და არა ერთი კონკრეტული მინისტრის ახირებითა და პოხონდრიით ორი საგუშაგო გაიხსნა პერევში და გორთან, რომლებიც დღესაც მოქმედებს და ამ ტერიტორიაზე არანაირი საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა“. „ამიტომ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს… გიორგი გახარიას მოუწევს მობრძანება და კითხვებზე კიდევ ერთხელ პასუხის გაცემა - რა, როგორ მოხდა და რატომ მიიღო მან ის გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე შედეგები დამუქრებოდა ჩვენს ქვეყანას და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებელ თანამოქალაქეებს”,- განაცხადა მათიკაშვილმა. ამასთან, მათიკაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების 2019 წლის განცხადებებს შეეხებოდა და აღნიშნა, რომ იმ პოზიციას იცავდნენ, რომელიც შსს-ს ოფიციალური პოზიცია იყო. „ეს იყო ოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც შსს აჟღერებდა და რა თქმა უნდა, იმ მომენტში, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმ პროვოკაციების გაღრმავების თავიდან აცილების მიზნით ბუნებრივია, ამ საკითხზე პარლამენტიდან კოჭს ხომ არ გავუგორებდით საოკუპაციო ძალებს. ბუნებრივია, იმ პოზიციას ვიცავდით, რომელიც შსს-ს ოფიციალური პოზიცია იყო. ამ პოზიციამ მალევე მძიმე შედეგები გამოიღო. ამ პროვოკაციულ კითხვებს თავი დაანებეთ. რეალური მოცემულობა რაც იყო - ამ ნაბიჯებმა შედეგად 1 მილიონი კვადრატული მეტრის ტყის დაკარგვა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რა პოზიციითა და ეგიდითაც განათავსა იმ ეგიდით რომ დასრულებულიყო და ამ ყველაფერს ის მძიმე შედეგი არ მოჰყოლოდა, ამ კითხვასაც არ დასვამდით“, - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს. როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განმარტა, ის სხდომაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებითაა დაბარებული, რათა დამატებით კითხვებს უპასუხოს.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)