|
2025-06-16 10:16:28, 781 ნახვა
მსოფლიო
ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა
ბლეიზ მეტრეველი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა, პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბერში დაიკავებს, როცა სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი, რიჩარდ მური, ხუთწლიანი ვადის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას "ისტორიული" უწოდა იმ ფონზე, როცა ქვეყანა "უპრეცედენტო მასშტაბების" მქონე საფრთხეების წინაშე იმყოფება. გამოცემა Financial Times წერს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია, რაც "მის აღმოსავლეთ ევროპულ მემკვიდრეობას" ასახავს. ამას გარდა, მეტრეველის კოლეგები აღნიშნავენ, რომ იგი შესანიშნავად ფლობას არაბულ ენას და მას სიღრმისეული გამოცდილება აქვს მიღებული ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის კონფლიქტის ზონებშიც. ამასთან, გამოცემის ცნობით, დაზვერვაში 26-წლიანი კარიერის განმავლობაში, მეტრეველი გაერთიანებული სამეფოს შიდა სადაზვერვო სააგენტოშიც მუშაობდა და "K" დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაც ეკავა. აღნიშნული დეპარტამენტი აკონტროლებს ბრიტანეთისკენ წამოსულ საფრთხეებს ისეთი "მტრული ქვეყნებიდან", როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი.
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)