19:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-15 17:17:45, 1247 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღამით თეირანში 80 სამიზნეს დაარტყეს, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი - 170-ზე მეტს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა ღამით თეირანში სულ მცირე 80 სამიზნეს დაარტყა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სამიზნეებს შორის იყო ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა, სამხედრო კვლევისა და განვითარების განყოფილება და ობიექტები, სადაც ირანის რეჟიმმა ბირთვული არქივი დამალა.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი სამხედრო ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამიზნეებს შორის ასევე იყო ორმაგი დანიშნულების ორი საწვავის ობიექტი, რომლებიც სამხედრო და ბირთვული ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სამ დღეზე ნაკლებ პერიოდში, 170-ზე მეტ სამიზნეს და სამხედრო ინფრასტრუქტურის 720 კომპონენტს დაარტყეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics