|
2025-06-12 15:22:54, 701 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს
რეჟიმი შეწუხდა, დეპრესიაში არიან, ქუჩაში ვერ გადიან, კაფეში ვერ სხდებიან მშვიდად და გადაწყვიტეს ხალხის გაჩუმება - უჩივლეს ყველას, მაგრამ ნაკლები ვისაუბროთ მათ რაზეც უნდათ, იმაზე! იქეთ უნდა შევუტიოთ!, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას ეხმაურება. მისი თქმით, „ახლა რეალურად „ქოცს“ უნდა, იყოს ძლიერის პოზიციაში და ხალხს აჩვენოს, თუ როგორი ძლიერები არიან - „ცნობილ ხალხს რას უშვრებიან და მოქალაქეებს რას გიზამთ წარმოიდგინეთ“, გზავნილით“. „შეწუხდნენ, დეპრესიაში არიან და თავი რა ქვას დაახალონ არ იციან - სახლში მეუღლე ეუბნება, რომ იქ ვიღაცამ რაღაც დაწერა, მეზობელმა რაღაც უთხრა, სანათესავოში ვიღაც მოემდურა. იქეთ შვილები ეუბნებიან, რომ სკოლაში ასე და ასე თქვეს, ოჯახის წევრები ცალკე წერენ, ურეკავენ, რომ მათ გარშემოც ყველა გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ სამშობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ. კაფეში ვერ დაჯდა თავის ჭკუაზე და სულ რომ სიმშვიდე იყოს, ყველგან ელანდება, რომ ვიღაც ლანძღავთ, ცუდად უყურებს, მივა და მიახლის სიმართლეს და ასე შემდეგ... მარკეტში მშვიდად ვერ შედის, ვინმემ არ იცნოს, რესტორანში სანამ შევა ყველას აკვირდება, ვინმე ხომ არ უყურებს ცუდად. მოკლედ, აბსოლუტურ მოჯადოებულ წრეში ცხოვრობენ. გადაწყვიტეს, მოდი გავაჩუმოთ ეს ხალხი, ავუკრძალოთ აზრის გამოთქმა და მიიღეს კანონი - Facebook სტატუსები გახდა დასჯადი. გამოაგორეს მდინარაძე, რუსული არხები “TV იმედი” და “პოსტ TV”, ამოქოქეს კამპანია რომ გამკაცრდა კანონი, ამას გიზამთ, იმას გიზამთ და... და ჩაფლავდა! ოპოზიციონერი არ უყურებს პროპაგანდისტულ, სამთავრობო, რუსულ არხებს და თუ უყურებს სერიოზულად არ აღიქვამს. მოიფიქრეს უკეთესი - უჩივლეს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებიდან ცნობილ სახეებს და ჩვენსავე, ოპოზიციურ ველზე შემოიტანეს "ნიუსი" - არ გალანძღო ლაშხი, მდინარაძე, კობახიძე, თორემ დაგიჭერთ ყველას!!! ოპოზიციური მედიასაც უწევს ამ რეპრესიების გაშუქება და რეალურად, ეს უნდა ახლა „ქოცს“ - იყოს ძლიერის პოზიციაში და ჩვენს ხალხს აჩვენოს, თუ როგორი მაგრები და ძლიერები არიან, “ცნობილ ხალხს რას უშვრებიან და მოქალაქეებს რას გიზამთ წარმოიდგინეთ” გზავნილით. გამოსავალი არის შემდეგი - ნაკლები ვისაუბროთ მათ რაზეც უნდათ იმაზე! ვისაუბროთ და ფოტოებით ვაჩვენოთ ყოველ დღე - ნაწამები, დასახიჩრებული ადამიანების და ამის გამო რომ არავინ, არსად არ დაუბარებიათ! მათ რაც უნდათ ის არ უნდა ვისაუბროთ - უნდა შევუტიოთ იქეთ!“ - წერს ხაბეიშვილი.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)