16:14 - 08 Jun, 2026
|
2025-06-12 14:42:24, 946 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი - ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავის ინდოეთში ჩამოვარდნის სცენები დამანგრეველია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მისი ფიქრები ლონდონის აეროპორტში მიმავალი Air India-ს რეისის მგზავრებსა და ოჯახებთანაა. „ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავის ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ჩამოვარდნის სცენები დამანგრეველია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი ფიქრები მგზავრებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, - განაცხადა სტარმერმა. ცნობისთვის, ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა.
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
Bloomberg: ბრიტანელების ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს ევროკავშირში დაბრუნებას
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)