|
2025-06-12 13:14:09, 689 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეიტანა და შესაბამისი კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
„ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეიტანა და შესაბამისი კანონპროექტი, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა 84 ხმით - ერთხმად დაამტკიცეს. პროექტის თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა „ერაზმუს+“ (Erasmus+) ფარგლებში განხორციელებული გრანტები მთავრობისგან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან, პროექტი განხილვის პროცესში გადამუშავდა და ცვლილებები სხვა მუხლებსაც შეეხო. კერძოდ, დამატებითი ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, ასევე სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების და „სხვა სახის დახმარების ფორმით“ გრანტად იქნება მიჩნეული. გარდა ამისა, იმ სფეროთა ჩამონათვალს, რა მიმართულებითაც გრანტი შეიძლება გაიცეს, თავდაცვა და უსაფრთხოება დაემატა. კანონპროექტის გადამუშავებული რედაქციით, ჩასწორდა გრანტის გამცემ დონორთა ჩამონათვალი და მათ სიას “აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია“ დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი სახსრები გრანტად იქნება მიჩნეულნი. საბოლოოდ მიღებული კანონის პროექტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი იქნება როგორც წერილობითი ხელშეკრულება დონორსა და გრანტის მიმღებს შორის, ასევე უცხოური გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილება. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)