|
2025-06-11 16:03:26, 656 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - ჩვენი საბანკო სისტემა ახერხებს, რომ არ დაარღვიოს სანქციები
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის ანგარიშს წარადგენს. „ჩვენი საბანკო სისტემა განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს. ეს არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საფინანსო, საბანკო სისტემა არის მჭიდროდ ინტეგრირებული როგორც რეგიონის, ასევე გლობალურ საფინანსო სისტემაში. აქ ჩვენი წამყვანი ბანკები, მათ შორის, „საქართველოს ბანკიც“ არის. ივაჭრება მათი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო ინვესტორები წარმოდგენილები არიან უპირატესად ამ სექტორში. ასევე, საფინანსო ინსტიტუტებიც არიან ერთ-ერთი მიმწოდებლები უცხოური ვალუტის, ხოლო უცხოური ვალუტის სესხები და დეპოზიტები ჯერ კიდევ დიდი დოზითაა წარმოდგენილი ჩვენს საბანკო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ნდობა იყოს და ბანკები განუხრელად იცავდნენ სანქციებს. ჩვენ კი ამის ზედამხედველობა განვახორციელოთ. მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი, ფაქტორი არის ადგილობრივი, ჩვენი ქართული კანონმდებლობის დაცვა. მოცემულობა ისეთია, რომ საქართველომ არ შემოიღო ორმხრივი სანქციები, რეგიონის ქვეყნების მიმართ, ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების მიმართ. ამის განმარტებაც და ახსნაც მარტივია. ჩვენი ბანკები, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგულაციის თანახმად, ვალდებულები არიან მოახერხონ და დაიცვან ორივე მოცემულობა. ანუ საერთაშორისო სანქციების დაცვის პირობებში, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობა უნდა იყოს დაცული. ეს არის ჩარჩო, რომელ ჩარჩოშიც რაოდენ გამოწვევებთანაც არ უნდა იყოს დაკავშირებული, ჩვენი საბანკო სისტემა ახერხებს, რომ არ დაარღვიოს სანქციები“,-განაცხადა თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)