18:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 13:20:15, 925 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ის რაც მოუწყეს ბოკუჩავას ოჯახს, ეს რუსეთი აღარაა - ეს არის, კადიროვის ჩეჩნეთი

მხოლოდ გაერთიანებით, სიძლიერით, მხოლოდ შეტევით, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, არ მეშინია და არ გავჩუმდები, არ მეშინია და არ გავჩუმდები. ბრავო, თინა ბოკუჩავა, ბრავო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაუმარჯოს თავდაუხრელ, გაუჩუმებელ, არშეშინებულ, არდაშინებულ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, „ყველა, ვინც წავა არჩევნებზე, პირდაპირ თამაშობს რუსეთის თამაშს“.

„მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ეთამაშება რეჟიმთან თანამშრომლობის, რეჟიმის გაპატიოსნების იდეას, არ გეყოთ, რაც ნახეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც შარშან ჩატარდა? მერამდენედ შეიძლება, ერთი და იგივე წყალში შესვლის მცდელობა? ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს, ამ რეჟიმთან მხოლოდ საჭიროა ლაპარაკი ჩვენი ორგანიზებულობით, ერთიანობით, სიმტკიცით და ისე, როგორც დღეს თიკამ გააკეთა ეს. ყველა, ვინც ამ პირობებში წავა არჩევნებზე, უბრალოდ პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს. მათი დღეები არის დათვლილი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ გახანგრძლივება სხვადასხვა არჩევნებით და კოლაბორაციით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics