20:28 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-08 14:44:49, 1872 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი - კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება

კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება, - ამის შესახებ უკრაინასთან რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ზორინმა განაცხადა.

„რუსულმა მხარემ, 2 ივნისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების დაცვით და ასევე სტამბოლში უკრაინულ მხარესთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რეპატრიაციისთვის მომზადებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვლის ზონაში გადაიტანა. ეს არის 1212 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, რომელთაგან ბევრი იდენტიფიცირებულია“, - განაცხადა ალექსანდრე ზორინმა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინას 6000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცეს.

„არსებობს სიგნალები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ცხედრების გადაცემის პროცესი, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გადაიდება. რუსეთი სპეციალური არხის მეშვეობით ამის შესახებ შეტყობინებას ელოდება“, - აღნიშნა ზორინმა.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება უარყვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics