|
2016-03-17 16:12:22, 575 ნახვა
პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე: რუსეთის დემოკრატიის პოვნა იგივეა, რაც ტანგოს ცეკვა - კარგი პარტნიორია საჭირო
„ჩვენ საკმაოდ შეზღუდულები ვართ. აშკარაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მარტო ვებრძოლოთ რუსეთს და რომ არავინ შეებრძოლება რუსეთს საქართველოს გამო“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ Russia today-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად გამოსავალია ის, რომ საქართველო იქცეს ძლიერ და უნარიან სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები ექნება. “ჩვენი ერთადერთი იარაღია საქართველოს ქცევა ძლიერ და უნარიან სახელწიფოდ, რომელიც სამართლის უზენაესობას, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და, ზოგადად, ფუნქციონირებად დემოკრატიას ემყარება. სანამ ჩვენი დემოკრატია ორივე ფეხზე მყარად დადგება და სუვერენულ, კეთილგონივრულ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ჩვენ ვიგებთ დროს, რომელიც შედეგის მისაღწევად გვჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთან“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ. დეპუტატის თქმით, მას ეგონა, რომ რუსეთში მოვიდოდა ახალი თაობა, რომელიც მოლაპარაკებებს განსხვავებული მიმართულებით წარმართავდა, თუმცა შეცდა. მისივე თქმით, ახალგაზრდა პოლიტიკოსები იმაზე არანაკლებ აგრესიულები არიან, ვიდრე სტალინი და მოლოტოვი იყვნენ. „მე ვფიქრობდი, რომ რუსეთში მოვიდოდა ახალი თაობა, რომელიც მოლაპარაკებებს განსხვავებული მიმართულებით წარმართავდა, მაგრამ შევცდი, რადგან, როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, „არ არსებობს მუდმივი მეგობრობა და არ არსებობენ მუდმივი მტრები, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები“. სხვათა შორის, ახალგაზრდა რუსი პოლიტიკოსები არანაკლებ აგრესიულები არიან, ვიდრე მათი წინამორბედები სტალინის, მოლოტოვისა და გრომიკოს ეპოქიდან. ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთს აქვს გარკვეული ინტერესები საქართველოში, უკრაინასა და ლატვიაში, შეიძლება სხვაგანაც... ან ყველგან. პრობლემა ის არის, რომ რუსებს ისევ ერთმანეთში ერევათ „ინტერესები“ და „გავლენა“. არაფერია არალეგიტიმური იმაში, რომ რუსეთი თავის ინტერესებს იცავს, მაგრამ ინტერესებიდან გავლენამდე და ბატონობამდე ძალიან დიდი მანძილია დასაფარი, რომელსაც რუსეთი, ჩვეულებრივ, ძალიან სწრაფად ფარავს“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ. კითხვაზე რუსეთის დემოკრატიის პოვნაში დახმარება შესაძლებელია თუ არა, აცხადებს რომ „ეს ტანგოს ცეკვას ჰგავს“. დეპუტატი აქვე დასძენს, რომ დემოკრატიული რუსეთიც სპეციფიური იქნება. „ეს ტანგოს ცეკვას ჰგავს – პარტნიორია საჭირო. ჩვენ გვსურს რუსეთში დემოკრატია ვიხილოთ, მაგრამ რუსეთი, თუნდაც „დემოკრატიული რუსეთი“, ყოველთვის სპეციფიკური იქნება. რუსეთს კარგად ესმის საკუთარი ინტერესები. ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ რუსეთის ჩართვა, უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, უნდა გამოვიყენოთ დიპლომატია და უნდა გავაგებინოთ რუს პოლიტიკოსებს, რა არის საქართველოსა და ლატვიის დღის წესრიგი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები უნდა დავთმოთ, მაგრამ ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთი არ არის ჩვენი სამიზნე. ისინი ამას მაშინვე გაიგებენ? რა თქმა უნდა, ვერა, თუმცა საჭიროა საუბარი, საუბარი და კიდევ ერთხელ საუბარი“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)