15:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 18:16:14, 724 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - ვულოცავ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებას

მიხეილ ყაველაშვილი კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ყაველაშვილი მისალოც ტექსტში აღნიშნავს, მოუთმენლად ელოდება კაროლ ნავროცკისთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

„გულითადად ვულოცავ ბატონ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებასა და პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას. ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც გისურვებთ, რომ დიდი წარმატებით გაართვათ თავი. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობა კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთს. მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და პოლონელ ხალხს. მოუთმენლად ველით თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, რის იმედსაც ჩვენს შორის არსებული ღირებულებითი თანხვედრა მაძლევს“, – აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის მისალოც ტექსტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics