|
2025-05-30 12:54:34, 535 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ჩვენი უპირველესი ამოცანაა ამ რეჟიმის შეცვლა
ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რომ პრობლემებია 2008 წლიდან, ბუქარესტის სამიტიდან არის ცნობილი, ტრამპი ახალს არაფერს იძახის, მაგრამ ერთია, ტრამპი რას იძახის და მეორეა, ჩვენ რა გვაწყობს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადების კომენტირებისას თქვა. მისი თქმით, ქვეყნის ამოცანაა ნატო-ში ინტეგრაცია, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს თავისუფალი სამყაროს ლიდერი. „ახალი არ არის, რომ რუსეთი ჩვენი სუვერენიტეტით ვაჭრობს, სულელი არავინ არის, რუსეთში ყველამ კარგად იცის, რომ ნატო მას თავს არ დაესხმება, მაგრამ რა წუთშიც საქართველო ნატო-ში შეასწრებს რუსეთს, იმ წუთიდან საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთი ვეღარ წაართმევს, ვერც უკრაინას. შესაბამისად, მისი ინტერესია, ამ ქვეყნებმა სუვერენიტეტი არ განიმტკიცონ. ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რომ პრობლემებია, 2008 წლიდან არის ცნობილი, ბუქარესტის სამიტიდან არის ცნობილი. ტრამპი ახალს არაფერს იძახის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს. ერთია, ტრამპი რას იძახის, მეორეა ჩვენ რა გვაწყობს და ჩვენ რაზე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი ამოცანაა ნატო-ში ინტეგრაცია, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ამაზე თავისუფალი სამყაროს ლიდერი. თავისუფალი სამყარო იმიტომაა თავისუფალი, რომ იქ ლიდერებიც იცვლებიან და შეხედულებებიც იცვლება. ძალიან ბევრი დაპირება გაცემულა საერთაშორისო პოლიტიკაში და შემდეგ ეს დაპირებები ძალიან მარტივად შეცვლილა, ასე რომ ვერანაირ პრობლემას ამ დაპირებაში ვერ ვხედავ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა „ქართული ოცნების“ რეჟიმის შეცვლა და მუშაობა ამ დაპირების შეცვლის მიმართულებით. „არაერთი შეცვლილი დაპირება გვინახავს, მაგრამ ამ ხელისუფლებას, რომელსაც პროტოკოლური მილოცვა უხარია და ამას ასაღებს წარმატებად, არანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ლობირება სადმე მოახდინოს. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ამ რეჟიმის შეცვლა და მერე, ტრამპის დამოკიდებულების შეცვლა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ეს პროცესია, ტრამპი შეიძლება, ბევრ რამეს დაჰპირდეს პუტინს, მაგრამ პუტინი რას გააკეთებს, ეს ცალკე საკითხია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის შეიძლება, გვქონდეს პუტინის იმედი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)