|
2025-05-30 10:41:33, 550 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა
ლარის საიუბილეო წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი, ამასთან ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, ამ კუთხით ვართ ლიდერი არამხოლოდ ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად, კონტინენტის მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა. „გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ, თითქმის, 10% შეადგინა, რაც, დამეთანხმებით, ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ასევე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან, 3%-იან მაჩვენებელთან ძალიან ახლოს არის, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხი. ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების მიხედვით, საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, მოწინავე სამეულშია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს განვითარების ეს გზა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ვართ ღია ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის ჩვენს ქვეყანაში და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ფაქტორია ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის. ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაც დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თავისთავად, ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული თანმიმდევრული პოლიტიკა, მათ შორის, ლარიზაციის პოლიტიკა, ეფექტური მონეტარული და საზედამხედველო მიდგომები. ხელშესახები შედეგიც სახეზეა - თუ 2015 წელს დეპოზიტების 70% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი (48%) ლარშია დენომინირებული, რაც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“,- განაცხადა პრემიერმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)