00:35 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 21:24:36, 876 ნახვა

პოლიტიკა
ნორვეგიის ელჩი - საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას

საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერგლიოტ ჰოვლანდი აცხადებს, რომ საქართველო “შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე“ დგას.

ნორვეგია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციაზე საქართველოს „ხელისუფლების ზეწოლის“ გამო.

ელჩი ჰოვლანდი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებისა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული „რეპრესიული კანონების“ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ „დემოკრატიაზე თავდასხმა“ მიუღებელია.

“ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების ზეწოლით, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებებით, პოლიტიკური პარტიების ამკრძალავი რეპრესიული კანონებით. დემოკრატიაზე ეს თავდასხმა მიუღებელია. საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას”, - საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერგლიოტ ჰოვლანდი წერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics