|
2025-05-23 12:45:38, 667 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ძალიან მეცინება პოლიტიკური ბრძოლის იმ მეთოდებზე, რასაც ვხედავთ ქუჩაში
როგორც პოლიტიკაში გარკვეული, პატარა გამოცდილების მქონე ადამიანს ძალიან მეცინება პოლიტიკური ბრძოლის იმ მეთოდებზე, იმ უჭკუო სტრატეგიებზე, თუ ამას სტრატეგია შეიძლება დაერქვას, რასაც ვხედავთ ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად. ცოტა მეტი ჭკუა, დაფიქრებაა საჭირო,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვინც „ქართული ოცნებას“ ებრძვის, ზურგს მორალი არ უმაგრებს. „მე, მაგალითად, ჩემად ვიტყვი, სხვის ნაცვლად რომ არ ვისაუბრო, მე, როგორც პოლიტიკაში გარკვეული, პატარა გამოცდილების მქონე ადამიანს ძალიან მეცინება პოლიტიკური ბრძოლის იმ მეთოდებზე, იმ უჭკუო სტრატეგიებზე, თუ ამას სტრატეგია შეიძლება დაერქვას, რასაც ვხედავთ ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად. ცოტა მეტი ჭკუა, დაფიქრებაა საჭირო, იმიტომ, რომ დღეს იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს, ვინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ებრძვის არც მორალი უმაგრებს მხარს იმიტომ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში თუ შემოდიხარ, მართალი უნდა იყო, სიმართლისთვის უნდა იბრძოდე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, კომისიაზე მისულ არცერთ ადამიანს არ დავიწყებია წინა ხელისუფლების დროს მიყენებული ტკივილი, ამიტომ, წულუკიანის მოსაზრებით, ეს ადამიანები არ დაუშვებენ იმას, რომ „ამ თაობის „ქართულმა ოცნებამ“ ისე გადაულოცოს ახალგაზრდა თაობას ხელისუფლება, რომ მავნებლების პრობლემა მოგვარებული არ იყოს“. მისი თქმით, წინა ხელისუფლებას ხელისუფლებაში ვერ დააბრუნებენ. „კაციჭამია ფლოსტებისთვის“, სააკაშვილისთვის, ყავარჯნით, „კასტილით“ და ცოცხით ადამიანის გაუპატიურებისთვის ჩვენ, ვერავის დავაბრუნებთ ხელისუფლებაში და ამის დაბრუნებისთვის,რომ იბრძვი,ეს მართალი ბრძოლა არ არის სულ რომ 17 წლის იყო. ასაკი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მართალი ხარ. ამიტომ, პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ ბრძოლა, რომელშიც ერთვები, ეს უნდა იყოს მართალი ბრძოლა, სიმართლისთვის, უკეთესისთვის ბრძოლა. მერე, ამას უნდა ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება, თავი არ უნდა გამოიყენებაო უსინდისო პოლიტიკოსს, რომელსაც ზურგში მხოლოდ მავნებლობის გამოცდილება აქვს და არაფერი უკეთესი და ა.შ. ამიტომ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ღიმილის მომგვრელია ის ვითომ სტრატეგიები, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ. ჩვენ, „ქართული ოცნება“, მათ მცდელობებს ამ კომისიის ფარგლებითაც და კომისიის დასკვნითაც შევებრძოლებით, რომ ასეთი რამ - „კასტილით“, ცოცხით გაუპატიურებული პატიმრის ინსტიტუტი აღარ დაბრუნდეს, პატიმრის წამება, სკამზე გამობმა და 24 საათიან რეჟიმში ცემა არ დაბრუნდეს, მოსამართლე, რომელიც ათავისუფლებს პატიმარს იმიტომ, რომ ევროკავშირის ელჩმა ასე გადაწყვიტა, ეს არ გვინდა - მოსამართლემ თვითონ უნდა გადაწყვიტოს გაათავისუფლოს თუ არა და ჩვენ არასდროს დავაბრუნებთ იმ რეჟიმს, სადაც უცხოელი არის საქართველოში ბატონი! ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ კვლავ ვიბრძვით და ვწვალობთ, ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი“-განაცხადა წულუკიანმა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არჩევნების მოგება ხდება ხალხთან ურთიერთობით. „არამხოლოდ ტელევიზიით არ მოიგება არჩევნები, არამედ ხალხთან ურთიერთობით და თუ გაქვს მხარდაჭერა. დადგება არჩევნების დღე და მერე არ უნდა მიხვდნენ, რომ ელჩი ფიშერი არ იძლევა ამ ქვეყანაში ხმას, ხმას იძლევა ქართველი გლეხი, ქართველის სტუდენტი, სრულწლოვანი, ქართველი პროფესიონალი, დიასახლისი, ვინც ზრდის ახალგაზრდა თაობას. ამიტომ მათ ემუშაონ ჯობია, ქვეყნის შიგნით წყდება დღეს არჩევნების ბედი და არა რომელიმე საელჩოში“, - განაცხადა წულუკიანმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)