|
2016-03-16 19:51:35, 447 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: ჩვენი რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ოკუპაციასთან შეგუებას
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველო სწორედაც რომ ისწრაფვის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ, თუმცა ჩვენი მიდგომა და რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაიმე სახით ოკუპაციასთან შეგუებას და ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას. ფხალაძის თქმით, ზურაბ აბაშიძე, რომელიც ადგილზე იმყოფება, ვალდებულია შესაბამისი პასუხი გასცეს ყველა იმ ბრალდებასა თუ პრეტენზიებს, რომელიც კარასინის მხრიდან გაჟღერდა. „რა თქმა უნდა, სამწუხარო და შემაშფოთებელია ის, რომ უკვე ტენდენციად იქცა პროვოკაციების მოწყობა, ქართულ - რუსული დიალოგის მორიგი რაუნდის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე. მოწესრიგებულ საზოგადოებაში, რომელზედაც საუბრობდა დღეს ბატონი კარასინი, სწორედ ამგვარი ქმედებები ითვლება მიუღებლად. ამავდროულად, ნორმალური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც ასევე ახსენა ბატონმა კარასინმა, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. საქართველო სწორედაც რომ ისწრაფვის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ და მაქსიმალურ ძალისხმევას ახმარს ნებისმიერი უმწვავესი საკითხის მოლაპარაკების ფორმატში გადაჭრას. თუმცა, აქვე მინდა დავძინო, რომ ეს მიდგომა და ჩვენი რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაიმე სახით შეგუებას ოკუპაციასთან და არ ნიშნავს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას. წყალგამყოფს წარმოადგენს სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ტერიტორიული მთლიანობა არის ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობისა. სწორედ აი ამ პრინციპის დაცვისაკენ და აქედან გამომდინარე, კონსტრუქციულ რეჟიმში დარჩენისაკენ მოუწოდებს საქართველო რუსეთის ფედერაციას”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა. რაც შეეხება არჩევნებს, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ეს საქართველოს საშიანო საქმეა და არჩევნები საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების, უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. „მე არ ვიცი რომელ არჩევანზე ლაპარაკობდა ბატონი კარასინი. თუ აქ საუბარია საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე, ეს არჩევანი ქართველ ხალხს კარგა ხნის წინ აქვს გაკეთებული და ეს არჩევანი არ შეიცვლება. თუ საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე, ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული ნება და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ ნების და ამ არჩევანის დაცვისათვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კონსტრუქცივიზმი არ ნიშნავს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას და საქართველო მტკიცედ დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს!“, - აღნიშნა ფხალაძემ.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)