04:22 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 17:15:16, 1778 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი ლეო XIV - აღარანაირი ომები - ღმერთს ვევედრები მსოფლიოს მშვიდობის სასწაული აჩუქოს

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა და მსოფლიოში ომების შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პაპი უკრაინაში ნამდვილი და მდგრადი მშვიდობის დამყარების, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.

ის ასევე მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და განაცხადა, რომ ღმერთს ევედრება მსოფლიოს „მშვიდობის სასწაული“ აჩუქოს. მისი თქმით, გულში ატარებს „უკრაინის საყვარელი ხალხის ტანჯვას“.

„აღარანაირი ომები“, - აღნიშნა პაპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics