06:16 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 16:54:37, 859 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვამ და ლატვიამ ვუჩიჩის თვითმფრინავს მოსკოვში ვიზიტის წინ საჰაერო სივრცე დაუხურეს

სერბული მედიის ინფორმაციით, ლატვიამ და ლიეტუვამ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.

საინფორმაციო სააგენტოები Novosti-სა da Kurir-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ვუჩიჩის მოსკოვში ვიზიტს უკავშირდება, რომლის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტი 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრებას აპირებს.

მედიის ინფორმაციით, ლატვიამ საჰაერო სივრცის დახურვა პოლიტიკური, ხოლო ლიეტუვამ ტექნიკური და დიპლომატიური სენსიტიურობით ახსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვამ და პოლონეთმა ასევე უარი თქვეს სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დათმობაზე, რომელიც ასევე მიემგზავრება 9 მაისის აღლუმზე.

4 მაისს, ვუჩიჩის კარდიოლოგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღლუმზე დასწრებას ნაკლებად სავარაუდოდ იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics