|
2025-05-05 13:56:32, 635 ნახვა
პოლიტიკა
გივი მიქანაძე - MEGOBARI აქტი აცდენილია რეალობას; იმედია, კანონად არ გადაიქცევა
გივი მიქანაძე ამბობს, რომ იმედი აქვს, MEGOBARI აქტი, საბოლოო ჯამში, "კანონად არ გადაიქცევა". მიქანაძის მტკიცებით, ეს არა "მეგობარი", არამედ "სრულიად არამეგობრული აქტია", აცდენილია რეალობას და არ შეესაბამება ახლა არსებულ კონტექსტს. მისივე მტკიცებით, აქტი "მიკერძოებული ხასიათისაა". "ამ აქტის დასახელება აბსოლუტურად არ შესაბამება იმ კონტექსტს, რომელიც ამ მოცემულობაში არის წარმოდგენილი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტი, რომელიც არანაირად არ ასახავს რეალობას, აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან არის დაკავშირებული. ეს არის მიკერძოებული ხასიათის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტი საბოლოო ჯამში, ან საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ იქნება მიღებული მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამოხატულ თავისუფალ ნებას. მათ მხარი დაუჭირეს ქართულ ოცნებას როგორც მმართველ გუნდს და კიდევ ერთხელ, უკვე მიანდეს ამ ქვეყნის შემდგომი 4 წლის მართვა. ვიმედოვნებთ, ეს აქტი მიღებული იქნება იმ შემთხვევაში თუკი, ის მნიშვნელოვანი პოსტულატები იქნება დაცული. ამ მხრივ, აშშ-ს უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რაც მეგობრობისთვის არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შერბილება, პირდაპირი ფრენების დაწყება, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს შესაძლებელს გახდის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და დაუბრუნდეს იმ დინამიურ განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვანია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს აქტი საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა და კონკრეტული კანონმდებლები მისცემენ სამართლიან შეფასებას ყველაფერს, რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება, რომ მასში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ მან მართლაც გაამართლოს თავისი დასახელება და მართლაც MEGOBARI აქტი გახდეს". - თქვა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)