2016-03-15 23:22:45, 680 ნახვა
სამართალი
მიშველაძე კადრებზე: ჩვენ არამარტო ფოტოებს გვიღებდნენ, არამედ ვიდეომასალაც არსებობს
"ჩვენ არამარტო ფოტოებს გვიღებდნენ, არამედ ვიდეომასალაც არსებობს" - ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
ჟურნალისტის თქმით, მას თავად აქვს საკუთარი ვაიბერმიმოწერა ნანახი, რომელიც ერთი ადამიანის ხელში მოხვდა. ის პასუხისმგელობას ხელისუფლებას აკისრებს.
"ეს იყო ყველაფერი ერთად. მე, პირადად, ნანახი მაქვს ჩვენი ვაიბერმიმოწერა და ეს მიმოწერა მოხვდა ერთი ადამიანის ხელში, რომლის ხელშიც არ უნდა მოხვედრილიყო. გამოსაძიებელი აქ ძალიან ბევრი რამეა. ჩვენ არამარტო ფოტოებს გვიღებდნენ, არამედ ვიდეომასალაც არსებობს, სავარაუდოდ, რაღაც მსგავსი, რითაც ემუქრებოდნენ ჩემს კოლეგას, ინგა გრიგოლიას," – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან