|
2025-05-03 15:05:50, 984 ნახვა
საზოგადოება
TI - 4 თვეში მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 85-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ 4 თვეში მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 85-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მიმართულებით 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება და ქართული მედია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გამოწვევებით ხვდება. „არსებობის ეგზისტენციალური საფრთხე და გადარჩენისთვის ბრძოლა - ამ გამოწვევებით ხვდება დამოუკიდებელი ქართული მედია 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. მიმდინარე წელს, კვლავაც გრძელდება 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ 2025 წლის პირველ 4 თვეში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 85-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთივე შემთხვევა აღრიცხა. ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლების გახშირებული შემთხვევების პარალელურად, განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციად ყალიბდება მმართველი ძალის მხრიდან სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზება და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ძირითადად მათ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში ვლინდება. 2025 წელს, დაფიქსირებული შემთხვევების 40% (33) სწორედ ასეთია. აღნიშნული ანგარიში სწორედ ამგვარ მაგალითებს მიმოიხილავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის მანკიერი გამოყენების პრაქტიკა 3 ძირითად მიმართულებად დაყო: ჟურნალისტების უკანონო დაკავება; ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა; ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია მსგავსია სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიღებული ზომებისა, როდესაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები რეპრესიების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენენ. მათ შორის, აქტიურად გამოიყენება ქვეყანაში არსებულ საშუალო შემოსავლის დონესთან არაადეკვატურად მაღალი ჯარიმები, რაც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი ეფექტიან ინსტრუმენტებად იქნა გამოყენებული ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ანგარიში ვრცლად იხილეთ აქ:
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)