|
2025-05-01 16:30:27, 796 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
24 აპრილს თბილისში ციფრული დიზაინის ფესტივალი Touch RGB გაიმართა. ღონისძიება მეორე წელია, ხორციელდება და მისი მიზანი საქართველოსა და რეგიონში ამ დარგის წარმომადგენლების გაძლიერებაა პროფესიული უნარების განვითარების, ახალი კონტაქტების და მსოფლიო ბაზრისთვის მომზადების გზით. ფესტივალის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ღონისძიებას 450-მდე ადამიანი დაესწრო და იგი რამდენიმე თემას აერთიანებდა, მათ შორის იყო:
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ვორკშოპები, ე.წ. პორტფოლიო რევიუები და სხვა. მასში მონაწილეობა მიიღეს 12-მა სპიკერმა 6 ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი გლობალური კომპანიებიდან როგორებიცაა Netflix, Discord, Hanzo-დან და სხვები. ღონისძიების მთავარი პარტნიორები იყვნენ საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA. ქომუნითი პარტნიორები — Design Institute, Comm School, DAS, smart academy და ProductTank. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერდა ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)