|
2025-04-26 22:17:23, 2854 ნახვა
სხვადასხვა
კახეთში, ჩხარტიშვილის სასტუმროში პუტინთან დაახლოებული და სანქცირებული პირი იუბილეს აღნიშნავს
ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „შაბათის ფორმულას” ინფორმაციით, კახეთში, სიღნაღში, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროში ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი, ოლიგარქი, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმირ იაკუნინი იმყოფება. „ფორმულას” ცნობით, მასთან ერთად არის მისი შვილი, ანდრეი იაკუნინი. ტელეკომპანიის თანახმად, საქართველოში ისინი სწორედ ანდრეი იაკუნინის დაბადების დღეს აღნიშნავენ – წვეულებას 200-მდე ადამიანი ესწრება. ვლადიმირ იაკუნინი აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირია. აშშ-მა იაკუნინს ფინანსური სანქციები, როგორც პუტინის უახლოესი წრის წარმომადგენელს, ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწესა – მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 2014 წელსვე ის სანქცირებულთა სიაში ავსტრალიამ შეიყვანა. დიდმა ბრიტანეთმა კი იაკუნინს სანქციები 2022 წლის აპრილში დაუწესა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა. მისი შვილი, 47 წლის ანდრეი იაკუნინი კი 2022 წელს ნორვეგიაში დააკავეს შპიცბერგენის არქიპელაგსა და ნორვეგიის სანაპიროზე დრონების მართვისთვის. ნორვეგიის კანონმდებლობით, რომელიც ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ ქვეყნისთვის სანქციების დაწესებასთან ერთად მიიღო, რუსეთის მოქალაქეებისთვის ნორვეგიის საჰაერო სივრცეში დრონების მართვა აკრძალულია. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროს ბოდბეში – 2024 წლის 16 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წერდა, რომ „საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში”.
ვანო ჩხარტიშვლმა TI-ის განცხადებას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ „სიღნაღის სასტუმროს აუქციონზე 2007 წელს 1, არამედ 2 700 000 ლარი გადაიხადა”.
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)