11:51 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 14:49:30, 793 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ნახეთ, რა დღეში ჩავარდნენ რადიკალები

ნახეთ, რა დღეში ჩავარდნენ რადიკალები - ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა - ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილები ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეუთო-ს გენერალური მდივანიც ზუსტად იმ მიდგომას იზიარებს, რომ სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია.

„[ეუთოს გენმდივანმა] თქვა, რომ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში მშვიდობის საწინდარია. ჩვენი ნამდვილი მეგობრები მოვლენებს ზუსტად და სწორად აფასებენ. ჩვენი მხრიდან ითქვა, რომ ჩვენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ბუნებრივია, ბოლომდე გავითვალისწინებთ.

რაც შეეხება რადიკალებს - ნახეთ, რა დღეში არიან და რა დღეში ჩავარდნენ. ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა. ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილები ვართ. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა, რომ საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ამას ჩვენმა სტუმარმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. რაც შეეხება უსამშობლოებს და რადიკალებს, მათი ამოცანა რაც იყო ქაოსი, არეულობა, დაძაბულობის შემოტანა და შემდეგ ამაზე ხელის მოთბობა. ეს არ გამოუვათ და ყოველთვის ასე იქნებიან, ჩუმაც წყნარად, სოროებში - იქ იჩურჩულონ და იბუტბუტონ. საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ყველგან და ყოველთვის,“ - განაცხადა ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics