13:50 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 13:46:42, 694 ნახვა

სამართალი
ბაჩო კიკაბიძე "მაესტროს" ლოგოსა და სახელს ვეღარ გამოიყენებს

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაჩო კიკაბიძე "მაესტროს" ლოგოსა და სახელს ვეღარ გამოიყენებს.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.

როგორც ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, კონკრეტულად ამ საქმის მოსამართლეზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა. მისივე თქმით, მიუღებელია ადამიანს კერძო საკუთრება ჩამოართვან იქამდე, სანამ რომელიმე პირის საჩივარს არ განიხილავენ.

„ასეთი რამე არც ერთი მთავრობის დროს არ მომხდარა, შევარდნაძის მთავრობის დროსაც კი არ მომხდარა. ჩვეულებრივად საკუთრებაზე შემიზღუდეს უფლება. გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ამ მოსამართლეზე, ამ საქმეზე ძალიან მაგარი ზეწოლა იყო. არავითარი პრობლემა არ არის რა მერქმევა, "მაესტროს" ვერ გააჩერებენ“, - განაცხადა ბაჩო კიკაბიძე.

პარალელურად, დღევანდელ კრედიტორთა საბჭოზე უნდა გაირკვეს დაკმაყოფილდება თუ არა ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა ”შპს მაესტროს” გაკოტრების საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

"მაესტროს" გენერალური დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მაკა ასათიანის ვალის - 54 მილიონის დაფარვის შესაძლებლობა მათ აქვთ - რასაც, თავის მხრივ, ეჭვის თვალით უყურებს მაკა ასათიანის ადვოკატი, გიორგი გვენეტაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics