|
2016-03-15 13:06:12, 861 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინული მედია: პოროშენკომ სააკაშვილი გადააყენა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადააყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია ავრცელებს. ჯერ-ჯერობით არ სახელდება ზუსტი თარიღი, თუ როდის მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორის გადაყენებს ხელი. უკრაინული მედია ამ ეტაპზე ვერ საუბრობს სააკაშვილის შემცვლელზე, მათი ინფორმაციით, პოროშენკოს სააკაშვილის შემცვლელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად განიხილება რამდენიმე მოქმედი, ცნობილი პოლიტიკოსის კანდიდატურა. მიხეილ სააკაშვილის პრეს-სამსახურში უარი თქვეს მომხდარის კომენტარებისაგან, "ამაზე ჯერ კომენტარს არ ვაკეთებთ", - განუცხადეს სააკაშვილის პრეს-სამსახურში უკრაინელ ჟურნალისტებს. ინფორმაცია, რომ პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას აპირებდა, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გავრცელდა. თუმა, მაშინ ოდესის გუბერნატორის პრეს-სამსახურმა გავრცელებული ხმები უარყო და აღნიშა, რომ მისი გადაყენება არ იგეგმებოდა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2015 წელს პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გახდა. მოგვიანებით ის ოდესის გუბერნატორად დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)