17:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 14:28:39, 688 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - საზოგადოება ჩვენს მდგომარეობაში უნდა შევიდეს!

ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა, არც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც გიორგი გახარიას გაპრემიერება - უბრალოდ, მაშინ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა და ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებული არ იყო! საზოგადოება ჩვენს მდგომარეობაში უნდა შევიდეს! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.

მაჭავარიანმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ახლა ხელისუფლება არავის არაფერს ეკითხება, არაფერს ითვალისწინებს და ყველა ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ეხება, საქართველოშივე მიიღება.

აქვე, მაჭავარიანმა ახალგაზრდებს „უმორჩილესად“ მიმართა, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას თვალყური მიადევნონ.

„ოპოზიციონერებმა და მათმა ტელევიზიებმა ყური მიაჩვიეს, თითქოს რაღაც რეჟიმის პირობებში უწევთ ცხოვრება. უყურეთ რა ხდება და რას ჰყვებიან დაზარალებული ოჯახები. ახალგაზრდებო! ამის მერე კარგად მიხვდებით, თუ რა არის ტოტალიტარული რეჟიმი და რეალურად გაავლებთ პარალელს, თუ როგორ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენ დღეს. გთხოვთ, შეგნებით იაზროვნოთ და რაღაც ტრენდებს არ აჰყვეთ.

კოალიცია არ არსებობს - არჩევნებში 51% ამ ოთხ რადიკალურ პარტიას რომ აეღო, თქვენ ხელისუფლებაში მოგყავდათ მოძალადეები, მკვლელები, გამაუპატიურებლები, რეკეტიორები, აფერისტები - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, რევანშისტული ზრახვებით. როცა საარჩევნო უბნებზე მიხვალთ, კარგად გაიაზრეთ, რა მოჰყვება თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს და თქვენს მიერ მიცემულ ხმას.

გამოდით შემდეგი პრინციპიდან, რომ ხმა მისცეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მშვიდობას! ხმა უნდა მისცეთ იდენტობის გაძლიერებას! ხმა უნდა მისცეთ მამულს, ენას და სარწმუნოებას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics