2025-04-12 16:51:03, 808 ნახვა
პოლიტიკა
ალენ ბერსე - ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას
ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბერსემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა, შეხვედრის მიზანი კავშირების გაუმჯობესება იყო.
„შედგა ჩვენს შორის კიდევ ერთი შეხვედრა, შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, ჩვენი და ევროპის საბჭოს როლი არამხოლოდ კავშირზე ყოფნაა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესება. სწორედ ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი, ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას“, – აღნიშნა ბერსემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,