|
2025-04-12 09:57:30, 1082 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე დრონებით მიიტანა იერიში
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ ღამეს კიევზე საბრძოლო დრონებით მიიტანეს იერიში. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი იყო. „მტრის თავდასხმის შედეგად განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ხანძარი გაჩნდა კიევის სვიატოშინისა და დარნიცკის რაიონებში. დაზიანდა კერძო სახლი და არასაცხოვრებელი შენობა. ადგილზე მაშველები მუშაობენ“, – ნათქვამია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სვიატოშინის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა. რუსეთის საბრძოლო დრონებმა ღამით ასევე შეუტიეს ხარკოვს. ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ხარკოვზე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სამი დარტყმა განხორციელდა, რომელთაგან ორი ნემიშლიანსკის რაიონში მოხდა. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)